ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს

ლადო კახაძე პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს

ეს განცხადება ფრაქცია ,, ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ TV1-ის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით საუბარი იყო რამდენიმე კანდიდატზე და საბოლოო ჯამში პარტია ლადო კახაძეზე შეჯერდა.

,,ჩვენ ვფიქრობდით ,რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი და საბოლოო ჯამში ბატონ ლადოზე შევჯერდით . თუკი ვინმეს ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ადამიანისთვის, მემგონი კითხვის ნიშნები არ არის"

მამუკა მდინარაძემ საუბრისას ყურადღება კანდიდატის პროფესიონალიზმზე და კაცთმოყვარეობაზე გაამახვილა.

,,ეს არის კაცი, რომელიც კაცთმოყვარეობით, განსაკუთრებული კოლორიტით გამოირჩევა. რაც შეიძლება მეტად ღირსეული ადამიანი გვინდოდა,რომ ყოფილიყო კანდიდატი და ასეთი ლადო კახაძე ნამდვილად არის ,ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება და შეგვეკამათება. ეს არის კაცი ,რომელიც ბევრ რამეს გასწავლის პროფესიონალიზმით, მჭერმეტყველებით, გამჭრიახი გონებით, სწორი ცხოვრების სტილით,რაც მან გამოიარა, და რაც მთავარია, განწყობით. ყველაფერი ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების დროს. ვფიქრობ,რომ პირველივე ტურში დაამარცხებს ნებისმიერ სხვა კანდიდატს .მით უმეტეს,ის არის ქართული ოცნების მხრიდან წარდგენილი კანდიდატი , ეს ორი ფაქტორი იმდენად შეავსებს ერთმანეთს , რომ აქ კითხვის ნიშნები მემგონი არ იქნება",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ