მოღალატე ლადო! ივანიშვილს მოღალატე ლეიბორისტების გარდა აღარავინ დარჩა

მოღალატე ლადო! ივანიშვილს მოღალატე ლეიბორისტების გარდა აღარავინ დარჩა

ბიძინა ივანიშვილს მოღალატე ლეიბორისტების გარდა არავინ დარჩა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ქართული ოცნების“ მიერ შუალედურ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

"მოღალატე ლეიბორისტების მეტი, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს აღარავინ შერჩა. ლადო კახაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დავდე, ისეთი სიჩქარით გადაბარგდა შევარდნაძის ბანაკში, პირდაპირ უზნეობის ბუღი დააყენა. რაც შეეხება გიზო გოგლიჩიძეს, ის ზესტაფონის კოორდინატორობიდან გადასკუპდა ბიძინას ნავში,”- წერს ნათელაშვილი.

შეგახსნებთ, "ქართულმა ოცნებამ" შუალედურ არჩევნებზე კანდიდატები წარადგინა: მთაწმინდის ოლქში კენჭს იყრის - ლადო კახაძე; ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მერის პირველი მოადგილე; მარნეულში - ზაურ დარგალი, გუბერნატორის მოადგილე; ზესტაფონში - გიორგი ოღლიჩიძე ; ჭიათურაში - გივი მოდებაძე; ხულოში - ვახტანგ ბერიძე.