ლადო გაამდიდრებს პარლამენტს

ლადო გაამდიდრებს პარლამენტს

ლადო კახაძის პარლამენტში შესვლა საკანონმდებლო ორგანოს გაამდიდრებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

კობახიძის თქმით პარტია, "ქართული ოცნების" მიერ შუალედურ არჩევნებზე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.

"ჩვენ გვქონდა დღეს მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დავამტკიცეთ ექვსი კანდიდატი - როგორც მერობის, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან.

ლადოს რაც შეეხება, მას კარგად იცნობს ყველა და წარდგენა არც სჭირდება და დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ“ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.