მოვითხოვთ მთავრობის მორიგი მავნებლობის გაუქმებას

მოვითხოვთ მთავრობის მორიგი მავნებლობის გაუქმებას

"ევროპული საქართველო“ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ იბარებს.

„ევროპული საქართველო კიდევ ერთხელ იბარებს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგი. კარგად ჩანს ათიათასობით ადამიანი რომელიც დაზარალდა იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ბინის ყიდვას, უკვე დაზარალდა ბიზნესი, ჩვენ ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს . კიდევ მეტად გაიზარდა ქვეყანაში უმუშევრობის დონე. ამ მავნებლური რეგულაციების შედეგი და ეფექტი უკვე სახეზეა და მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს პარლამენტში, ანგარიში ჩააბაროს და პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს და ჩვენი მოთხოვნაა გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა რომლითაც მთავრობამ გაურთულა ცხოვრება ჩვენს მოქალაქეებს, “ - განაცხადა დავით ბაქრაძე.

 

 

 

tngh ამ რეგულაციებმა უკვე ათასობით ოჯახი გადაარჩინა უაზრო ვალებისაგან და განვადებებისაგან. ისეთი ხალხი ყიდულობდა განვადებით ციფრულ ვიდეო კამარას, რომლებსაც ათასი წელი არაფერში არ სჭირდებოდათ. არც რეჟისორები ბრძანდებიან, არც ოპერატორები... "პაკაზუხობენ" და შვილებს აშიმშილებენ...
6 წლის უკან