„ოცნებას“ არანაირი მორალური უპირატესობა აღარ აქვს და ამის ხარჯზე არჩევნების მოგება უკვე ძნელი იქნება“

„ოცნებას“ არანაირი მორალური უპირატესობა აღარ აქვს და ამის ხარჯზე არჩევნების მოგება უკვე ძნელი იქნება“

„ამ ვითარებაში ლადო კახაძის პოლიტიკურ მდინარეში მეორედ შესვლა გაუგებარია. ის საკმაოდ პატივცემული ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტი და მოქალაქე, მაგრამ რა უნდა პოლიტიკაში და რისთვის აკეთებს ამას, თანაც არსებულ მოცემულობაში, გულდასაწყვეტია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ცნობილი ექიმისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლადო კახაძის წარდგენას.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" მორალური უპირატესობა აღარ აქვს და ამ კუთხით, არჩევნებში ამომრჩეველზე მანიპულირებას მმართველი გუნდი ვეღარ შეძლებს.

„რაც შეეხება შავგულიძეს, ძალიან კარგი ადამიანი და პიროვნებაა და ვუსურვებ წარმატებას. კოლექტიური მურუსიძე „ქართულ ოცნებაში" მოიკითხონ და ბოროტებაც იქ ნახონ, ვისაც თავად ეხუტებიან.

„ქართული ოცნების" მხრიდან მორალური უპირატესობის მიღება „ნაციონალურ მოძრაობაზე" თუ მის პარტნიორებზე დღეს უკვე შეუძლებელია. მათ არ აქვთ ეს მორალური უპირატესობა - თვითონ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის" სამართალმემკვიდრეები.

„სჯობდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები გვყოლოდა და არა პარტიული, რადგან დღეს მოთხოვნა უფრო ასეთ კანდიდატებზე, უპარტიო კანდიდატებზეა, მაგრამ ისევ და ისევ ამ ორპოლუსიან ვითარებაში აღმოვჩნდით, იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ჯერ არ არსებობს ქვეყანაში.

„მთავარი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას" არანაირი მორალური უპირატესობა აღარ აქვს და ამის ხარჯზე არჩევნების მოგება უკვე ძნელი იქნება," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთანავე, „ოცნებამ" რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატებიც დაასახელა: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატების წარდგენამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

tngh რა "ხუხას" გასარჩევია ბ-ნი ლადო კახაძე სად წავა და რას გააკეთებს!!! როგორმე ამ თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტზე მეტი ჭკუა-გონებაც აქვს და მეტი საქმეც აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის ბ-ნ ლადოს. და იმედია, ეხლაც არ იქნება აუტსაიდერი...
5 წლის უკან