“გაერთიანებული ოპოზიცია” პოლიტიკური ძალების კარდონისგან დამზადებული ბუტაფორიაა

“გაერთიანებული ოპოზიცია” პოლიტიკური ძალების კარდონისგან დამზადებული ბუტაფორიაა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში “გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ წერს და მას პოლიტიკური ძალების ბუტაფორიას უწოდებს.

“ნაცების და ე.წ. “გაერთიანებული ოპოზიციის” ფაფხურს ვუყურებ, კომუნისტების დროინდელი სამხედრო პარადები მახსენდება, სადაც კარდონის რაკეტებს ჩამოატარებდნენ და ძალის ბუტაფორიას “ქმნიდნენ”, მაშინ როცა საზარბაზნე ხორცის გარდა, არანაირი რესურსი არ ჰქონდათ.

ეს ე.წ. “გაერთიანებული ოპოზიცია” პოლიტიკური ძალების კარდონისგან დამზადებული ბუტაფორიაა და ნაცები საზარბაზნე ხორცი.

იქ არ არის არანაირი ინტელექტი და რაც მთავარია არ არის სამშობლოსა და ხალხის სიყვარული.

მათი ტრაბახი მხოლოდ მათი პროპაგანდისტული მანქანის მიერ ხალხისთვის “მოღერებული მუშტია”, რომელიც ზუსტად ისე გაქრება, როგორც პოტიომკინის ქალაქი პირველივე ქარის დროს.”-წერს გია გაბრიჭიძე.

სოციალისტი ვახ !!! შენ გენაცვალე!!!
5 წლის უკან