"ეს მართლა ჯართი, ეს..." - უგულავას ნაცმოძრაობის მხარდამჭერები თავს დაესხნენ

ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი მარიამ ბაშარული სოციალურ ქსელში, "ევროპული საქართველოს" გენერალურ მდივან გიგი უგულავაზე წერს. ის უგულავას "კვირის აქცენტებში" გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც  მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა გამორიცხა, მაგრამ დათანხმდა დავით უსუფაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან თანამშრომლობაზე.

"ე.ი. გიგი უგულავამ სააკაშვილთან თანამშრომლობა გამორიცხა და ალასანია, უსუფაშვილთან სიამოვნებითო. ეს მართლა ჯართი, ეს…" - წერს ბაშარული.