ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა. სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დაიწყებს.

25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.