გირგვლიანის საქმეში სააკაშვილისა და მერაბიშვილის დანაშაულს ვხედავ, თუმცა “ნაციონალების” ყრილობაზე დასწრება უხერხულობას არ მიქმნის

გირგვლიანის საქმეში სააკაშვილისა და მერაბიშვილის დანაშაულს ვხედავ, თუმცა “ნაციონალების” ყრილობაზე დასწრება უხერხულობას არ მიქმნის

“თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, შალვა შავგულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ჟურნალისტებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ესაუბრა, მისი თქმით აღნიშნულ საქმეში სააკაშვილის და მერაბიშვილის დანაშაულს ხედავს.

„სანდრო გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დანაშაულს ვხედავ. არათუ ვხედავ მათ დანაშაულს, ამ საქმეზე დანაშაულის დადგენა რომ გახდა შესაძლებელი, თქვენი მონამორჩილის ძალიან დიდი შრომის შედეგიც არის, რომ მოვახერხე და ევროპის სასამართლოში ეს საქმე მიტანილი იქნა ისე, რომ დადგა განაჩენები.

„ქართულ ოცნებას“ მოვკითხოთ, რომ პატიმარ ვანო მერაბიშვილს, გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს ნათქვამით დაპატიმრებულ მერაბიშვილს, მოახერხა და დაურღვია ადამიანის უფლებები, რაც საფუძველს აძლევს მის თანაპარტიელებს და ყოფილ თანაგუნდელებს, ის გამოაცხადონ პოლიტპატიმრად.

ეს პასუხი ზუსტად იმ ძალაზეა მოსათხოვი, რომელმაც არ დატოვა თავის რიგებში პასუხისმგებლიანი, საქმის მცოდნე ადამიანი და მხოლოდ ერთი ადამიანის მორჩილების ნიშნად დააკომპლექტა ხელისუფლება, რის შედაგადაც მივიღეთ ის, რომ ვანო მერაბიშბილს დაურღვიეს კონვენციით გათვალისწინებული უფლება“,– განაცხადა შავგულიძემ.

შავგულიძის თქმით, „თავისუფალ დემოკრატები“ ყრილობას მიწვეული სტატუსის რანგში ესწრებიან და აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება მას უხერხულობას არ უქმნის.

“რაც შეეხება კითხვას, ხომ არ მიქმნის უხერხულობას ყრილობაზე დასწრება, უხერხულობას არ მიქმნის.”-განაცხადა შავგულიძემ.

dima კაცია ადამინი?! ფუი ,შენი!
5 წლის უკან
სოციალისტი მახსოვს პირველი საეთერო დაპირისპირება ამ ადვოკატ შავგულიძეს და იმ მოსამართლე მურუსიძეს შორის. მაშინ პირველად შევიტყვე იმ მურუსიძის არსებობის შესახებ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ მურუსიძემ, რომელმაც ამ შალვას იურიდიულად ყველა საკითხში, საერთოდ ყველაფერში მოუგო პოლემიკა! სამარცხვინოა ეს "თავისუფალი დემოკრატები" ქალიან კაციანად!
5 წლის უკან