მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანთან არაფორმალური შეხვედრა გამართა

მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანთან არაფორმალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში, სოფელ ენოქავანში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ქართულ-სომხურ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს ყველა სფეროში ქართულ-სომხური ურთიერთობის მნიშვნელობას და გამოთქვეს იმედი, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყებს ურთიერთობების განვითარებას რიგ სფეროებში.

ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხშირი ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ დონეზე.