შევხვდებით სულ მალე თბილისში  (ვიდეო)

შევხვდებით სულ მალე თბილისში (ვიდეო)

2012 წელს ეს კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, საქართველო დღეს სინგაპურივით იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებასთან", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო იმყოფება "მოჯადოებულ წრეში და უნდა გავარღვიოთ ეს წრე, ბევრი დრო აღარ დაგვრჩა".

ექს-პრეზიდენტმა, რომელიც ყრილობას მისივე თქმით, ამერიკიდან ჩაერთო, კოალიცია გაერთიანება ძალა ერთობაშია "დიდი, ფართო პატრიოტული კუალიცია უწოდა. მან თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ეს არის "დიდი იდეის პარტია" და იქვე დასძინა, "როდესაც ჩამოერთმევა უწიგნურ, ურჩხულ ოლიგარქს მმართველობა ის გადაეცემა ხალხს".

სიტყვის ბოლოს ის მიესალმა პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევას და მას "წესიერების, პატრიოტიზმის, გამაერთიანებლის სიმბოლო უწოდა".

მისივე თქმით, ის საქართველოში მალევე ჩამოვა. "ჩვენი ბედისწერა გამარჯვებაა..... სულ მალე შევხვდებით თბილისში", - აღნიშნა სააკაშვილმა.