კოკა ყანდიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. კოკა ყანდიაშვიმა სააკაშვილს “ტროლების ქარხანაზე” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” ტროლები შესახსენა.
“აი, ვინ არის ნამდვილი ტროლი! მტროლავს თავისი “რუსთავი 2”-ით ცალკე და ბანკ-პარტნიონი მედიით ცალკე…
მიხეილ სააკაშვილი/”რუსთავი 2″/ ტელეკომპანია “პირველი”/ BMG/ Newposts / ქრონიკა+/…ყველას ვერ ჩამოვთვლი. მეტი ტროლების ფაბრიკა-ქარხნები მაჩვენეთ და ხმას აღარ ამოვიღებ…
და მიუხედავდ ყველაფრისა – მაინც არ მოგასვენებ მიშა!
არც სხვებს მოგასვენებთ!
პ.ს. ისე საინტერესოა, ვინმე თუ აწარმოებს ერთგვარ სტატისტიკას, ვინ უფრო ხშირად მტროლავს? “რუსთავი 2” – თაკო ჩარკვიანი – მიხეილ სააკაშვილი – ელისო კილაძე – “ნაციონალური მოძრაობა” თუ მათი მედია-ბოტები?”-წერს ყანდიაშვილი.