“არ ვიცოდი სანდრა თუ ზუგდიდში კენჭისყრას აპირებდა”

“არ ვიცოდი სანდრა თუ ზუგდიდში კენჭისყრას აპირებდა”

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გაიგო რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მაჟორიტარად კენჭისყრას აპირებს. ჟურნალისტების მიერ დასმულკითხვას სანდრა რულოვსის შანსებთან დაკავშირებით გიული ალასანიამ ასე უპასუხა:

“წინა არჩევნების დროსაც ფაქტობრივად გამარჯვებული იყო. ახლა მითუმეტეს მეტი შანსი აქვს, რადგან ბევრი ადამიანიც შეიცვალა. გარდა ამისა ახლა უფრო მცირე მასშტაბით იქნება არჩევნები, ყურადღება ძალიან დიდი იქნება უცხოელების მხრიდან, ამიტომ შედარებით უფრო პატიოსნად უნდა მოხდეს მისი ჩატარება.

სანდრაც ძალიან უყვარს საქართველო, ის კუთხე განსაკუთრებით უყვარს. ადრე როგორც მახსოვს ამაზე არ უფიქირია, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად დადიოდა, ამ პოცესში მოხდა გადაწყვეტილების მიღება, როგორც ჩანს. მე არ ვიცოდი თუ ამას აპირებდა და ტელევიზორით გავიგე, ძალიან გამიხარდა.”-განაცხადა გიული ალასანიამ.