„ყველა კომენტარზე აუცილებელი კომენტარით ვუპასუხო, არ მგონია ჩემი ვალდებულება იყოს“

„ყველა კომენტარზე აუცილებელი კომენტარით ვუპასუხო, არ მგონია ჩემი ვალდებულება იყოს“

მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ფორბსის კვირისთვის“ განაცხადა. რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში საუბრობდნენ ხაზარაძის დაკითხვის ოქმებში არსებული ამონარიდეით, რაც გარკვეულ კითხვებს იწვევს. მისი თქმით, ბანკის თემა ამოწურულია, მაგრამ  პოლიტიკოსებმა საჯარო გამოსვლებისას დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმცია.

„ყველა იმ ადამიანთან, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა - პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ - და არ დაიცვა უდანაშულობის პრეზუმფცია, ილაპარაკა ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით, კითხვა მაქვს - საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვის ოქმები, როცა მე არ მაქვს მათზე წვდომა?!“- ამბობს ხაზარაძე.

„რეზონანსი“ ამ თემაზე სასაუბროდ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას დაუკავშირდა.

„ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ამ თემაზე რაც შემეძლო აქამდე კომენტარი გავაკეთე იმ ინფორმაციით, რაც მქონდა. ახლა დაველოდები მოვლენების მომავალ განვითარებას და მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს.

„ყველა კომენტარზე აუცილებელი კომენტარით ვუპასუხო, არ მგონია ჩემი ვალდებულება იყოს“, - განაცხადა კაკულიამ „რეზონანსთან“ საუბრისას.