ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტს სტიპენდია ან პენსია უნდა დაენიშნოს

ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტს სტიპენდია ან პენსია უნდა დაენიშნოს

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოცილური ქსელის საშუალებით ტელეეთერით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რას ექს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, ფინანსური მდგომარეობის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას სახლის გაქირავებასთან დაკავშირებით გულისხმობს. ამირან სალუქვაძე გამოდის ინიციატივით, რომ პრეზიდენტებს ხელფასი დაენიშნოთ.

“ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტს სტიპენდია თუ პენსია უნდა დაენიშნოს. თუ დეპუტატებს ენიშნება, პრეზიდენტს უფრო მეტად ეკუთვნის.

ჩემი დამოკიდებულება მე-4 პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ ბევრჯერ გამოვხატე. განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ მის მიერ განხორციელებული, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის საზიანო(!) შეწყალების პოლიტიკით. ასევე დადებითს ვერაფერს ვიტყვი როგორც უმაღლესი მთავარსარდლისადმი.

მაგრამ ეს შეფასებებია.

ასევე მას ერთი სიტყვა არ დაუძრავს ვეტერანების, ოფიცრების, სხვა მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად.

ის რომ მოღვაწეობით უკმაყოფილო ვარ, არ ნიშნავს, რომ სუბიექტური ვიყო.

პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტს.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის ახალ საქმიანობას, საოჯახო სასტუმროს ბიზნესს, მშვენიერი პროექტია და პოპულარული იქნება ტურისეტებისთვის. თუმცა, პენსია პენსიაა. 500-ზე მეტი დეპუტატი იღებს პენსიას. პრეზიდენტს, ჩემი მოკრძალებული აზრით, სპეციალური სტიპენდია უნდა დაენიშნოს. სიახლეა ეს ჩვენთვის, მაგრამ გადასაწყვეტია.”-წერს ამირან სალუქვაძე.