უმჯობესია, ხაზარაძემ საქმეს მოკიდოს ხელი და რაც გასაკეთებელია დროზე გააკეთოს

უმჯობესია, ხაზარაძემ საქმეს მოკიდოს ხელი და რაც გასაკეთებელია დროზე გააკეთოს

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალური ქსელის საშუალებით “თი-ბი-სი” ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის დიალოგს ეხმაურება.

“ხაზარაძე კაი კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით “რულამს”

– „მაია ცქიტიშვილს მოვიწვევ ანაკლიაში, დავახვედრებ სამუშაო ფორმატს, რათა ობიექტზე გავიდეთ და დავათვალიერებინო ის სამუშაო და ის დეტალები, თუ რა გაკეთდა, საითკენ მივდივართ და რას გავაკეთებთ. ადგილზე, როგორც მან უწოდა ტალახში, კარგია, რომ თავის ფეხით გაიაროს და შეხედოს რა პერსპექტივაზე ვსაუბრობთ ჩვენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ღაძაძეს ტრაქტორზე შემოასკუპებს, ჯაფარიძეს ლაფათკას მისცემს, თვითონ გიტარას დაიჭერს ერთად დააგუგუნებენ მუხლჩაუხრელი შრომის სიმღერას.

არადა ქალბატონი მაიას პასუხიდან ერთი მცირე ამონარიდის არ იყოს: – ამ პროცესში მტყუან-მართალის ძიება ცოტა შორს წაგვიყვანს და პირველი მე არ აღმოვჩენილვარ პარლამენტის ტრიბუნაზე… ალბათ, ეს პროცესი კარგი იქნება თუ საქმიან ვითარებას დაუბრუნდება.

მართალია ქალბატონი მაია. მართალი და ნამდვილად უკეთესი იქნება, რომ ხაზარაძემ საქმეს მოკიდოს ხელი და რაც გასაკეთებელია დროზე გააკეთოს.”-წერს გია გაბრიჭიძე.