საიდან იციან პოლიტიკოსებმა პროკურატურის დაკითხვების ოქმები, როცა მე არ მაქვს ამაზე წვდომა

საიდან იციან პოლიტიკოსებმა პროკურატურის დაკითხვების ოქმები, როცა მე არ მაქვს ამაზე წვდომა

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გადაცემა "ფორბსის კვირაში" აცხადებს, რომ, თიბისი ბანკის საკითხი ამოწურულია, თუმცა, არ ამოწურულა მისი დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მისი საკითხი.

"ცოტა ცინიკურია, როცა მაღალი თანამდებობის პირი მე მეუბნება რომ "ანაკლია და ბანკი ვერ დაიცავს მოქალაქეებს და კითხვებს ვერ აარიდებინებს თავს" ძალიან გთხოვთ, ესე ნუ გველაპარაკებით, ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც 10 და 11 წლის წინანდელი დოკუმენტაცია გადავეცით სრულად, როცა კანონით შეგვეძლო 6 წლის შემდგომი დოკუმენტაცია საერთოდ განადგურებული ყოფილიყო, ეს გავაკეთეთ იმიტომ რომ საერთოდ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა, პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ და არ დაიცვა არც პრეზუმფცია უდანაშაულობის და ილაპარაკა ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით, კითხვა მაქვს - საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვების ოქმები, როცა მე არ მაქვს ამაზე წვდომა?" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბიზნესმენი ინტერვიუში სკანდალურ წერილზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო და სადაც პირდაპირ იყო მითითებული რა უნდა გაეკეთებინა მამუკა ხაზარაძეს.