მომდევნო 2 დღე საქართველოში უამინდობა გაგრძელდება და მხოლოდ 26 მარტიდან გამოიდარებს, თუმცა თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 26 მარტს ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, რომელიც 27 მარტამდე გაგრძელდება.
25-26 მარტს ღამით მოსალოდნელი 0,+5 ღამით , ხოლო დღისით, +4 +9 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურა 27 მარტიდან მოიმატებს.
ქარია მოსალოდნელი 27 და 29 მარტს.
დედაქალაქში 26 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი მომატება მოსალოდნელი არ არის.
27 მარტს ჰაერი +15 +17 გრადუსამდე გათბება.