ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის ლადო აფხაზავას მიერ ჩატარებულ მასტერკლასს აკრიტიკებს.
“რაც მე ახლა “იმედის” სიუჟეტში ვნახე, ეს არის მასწავლებლის საქმე?! ასე უნდა იკუნტრუშოს გაკვეთილზე?! რა ვიცი, ძალიან ჩამოვრჩი ვითომ?!”-წერს ბონდო მძინარაშვილი.
დუბაიში ლადო აფხაზავამ ფინალამდე მასტერკლასი ჩაატარა და საზოგადოებას თავისი გამოცდილება გაუზიარა.