საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს და გმობს ტერორიზმს.
„გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი.
ვგმობთ ტერორიზმს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი და აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის, რათა აღარასოდეს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
15 მარტს, ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის დროს 50 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა.