„დამელოდე, საქართველო!.. საქართველოს უფრო გავადიდებ! “

„დამელოდე, საქართველო!.. საქართველოს უფრო გავადიდებ! “

საჩხერის N1 სკოლის საჯარო გვერდი მათი სკოლის მოსწავლის 9 წლის ლუკა ტოროშელიძის, საშინაო დავალების ფოტოს ავრცელებს.

როგორც ტექსტში ტოროშელიძე წერს მას გენერლობა სურს, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსის ჯარისკაცები განდევნოს.

ლუკას ემოციურ წერილს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მე მინდა გამოვიდე პროფესიით გენერალი. მინდა ვიდგე პერევის საზღვარზე, გავწვრთნა ბევრი ჯარისკაცი. მინდა ჩემი გაწვრთნილი ჯარისკაცები ჩემსავით გმირები და თავდადებულები იყვნენ. მე პერევის საზღვარზე იმიტომ მინდა დადგომა, რომ ეს ჩემი სოფელია და ვხედავ როგორ დადიან საზღვარზე ეს რუსები.

არ მიშვებენ ჩემს მამიდებთან, ერთხელ მინდოდა საბუთის გაკეთება, მაგრამ ბებომ მითხრა, მაგისთვის საჭიროა თქვა: მე ქართველი არავარ, მე ვარ რუსიო. შემდეგ თავი დავანებე, მე ვხედავ როგორ იცავენ ქართველი ჯარისკაცები საზღვარს, მე მინდა მათზე უკეთესი ვიყო. საქართველოს უფრო გავადიდებ.

გენერალი ბრძოლაში კურთხეულად მოკვდება, გენერალი თავის სამშობლოს არასოდეს უღალატებს. აი, ასეთი ვიქნები მე. დიახ! მე ქართველი ვარ და ვამაყობ კიდეც ამით. დამელოდე საქართველო- ლუკა ტოროშელიძე- გენერალი.“- წერს სეჩხერელი მოსწავლე.