რუსეთს ბიბლიური ჭეშმარიტება დაავიწყდა

რუსეთს ბიბლიური ჭეშმარიტება დაავიწყდა

"ლეიბორისტთა " ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სირიისგან სოხუმ-ცხინვალის აღიარებაზე მიღებული აქტების გაუქმება მოითხოვოს და მოსკოვს ბიბლიური ჭეშმარიტების გახსენებას ურჩევს . შალვა ნათელაშვილი გაკვირვებულია, რუსეთის მედიის აღშფოთებით, იმის თაობაზე, რომ ტრამპმა დე-იურე სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები ისრაელის საკუთრებად სცნო.

"ჭეშმარიტად უსაზღვროა სამყარო და რუსული პრიპაგანდის ურცხვობა. კრემლის საინფორმაციო სივრცე აღშფოთებულია იმით,რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სცნო მანამდე ოკუპირებული დე-იურე სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები ისრაელის საკუთრებად. იმას კი არ იხსენებენ,რომ თვითონ მოსკოვმა და სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთლად დაუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. ასეა, ბიბლია ხომ ამბობს რომ არასოდეს გაუკეთო სხვას ის რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდი. შექმნილ ვითარებაში, საქართველომ სასწრაფოდ უნდა მოითხოვოს სირიისგან სოხუმ-ცხინვალის აღიარებაზე მიღებული აქტების გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დასადასტურებელია გოლანის ტერიტორიათა ისრაელის კუთვნილებად გამოცხადება. მერე ისწავლიან ჭკუას."- წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.

Maverick პირველად ვუჭერ მხარს შალვას განცხადებას!
მგონი უბრუნდება საკონტაქტო სივრცეს...
6 წლის უკან