შავგულიძე მთაწმინდაზე არჩევნებს ვერ მოიგებს, პოლიტიკური ღამურების მხარდამჭერების პროცენტი იქ ძალზედ დაბალია

შავგულიძე მთაწმინდაზე არჩევნებს ვერ მოიგებს, პოლიტიკური ღამურების მხარდამჭერების პროცენტი იქ ძალზედ დაბალია

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია Facebook-ზე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების” მიერ დასახელებული კანდიდატის შალვა შავგულიძის შესასხებ წერს.

“თუ ჰიტლერი ჯოჯოხეთში შეიჭრება, მე ხოტბას შევასხამ ეშმაკს” – ეს არის უინსტონ ჩერჩილის სიტყვები!

მე ნამდვილად ვერ შევასხამ ხოტბას ბოკერიას, ერთი უბრალო მიზეზის გამო – შავგულიძეს ბევრი უკლია ჰიტლერამდე! ბევრი… ის, უბრალოდ, შავგულიძეა… ან უფრო რომ დავაკონკრეტო – ლუბას ქმარი ლუბად იქცა!

მაგრამ კითხვები ჩნდება და არ იქნება ურიგო მათზე პასუხის გაცემა…

შავგულიძე მთაწმინდაზე არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს აპრიორი ცნობილია. მთაწმინდის ამომრჩევლის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, პოლიტიკური ღამურების მხარდამჭერების პროცენტი იქ ძალზედ დაბალია. კერძოდ, მთაწმინის ამომრჩეველი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული თავის არჩევანში. ქოცი ან ნაცი! ნახევრადორსულობა მათთვის მიუღებელია!

შავგულიძე რომ წაგებისთვისაა განწირული, ეს ბოკერიამ ყველაზე უკეთ იცის… მაშინ, რა საჭიროა ასეთი კანდიდატის ზარ-ზეიმით წარდგენა? რა საჭიროა პიარბუმების მოწყობა? რა საჭიროა ორი კინკილა მხარდამჭერის კიდევ უფრო გაღიზიანება?

ევრონაცები “პოლიტიკური 69”-ის მორიგ ეტაპს იწყებენ!

“ჩემი ოქრო ჩემთან” ანუ “ჩემი ბოზი ჩემთან”…

ჟვანიას გუნდის, ანუ ჩემი ყოფილი მეგობრების “რესურსმისია” ნაციონალებში ამოიწურა! ისევე, როგორც ამოიწურა თავად ბოკერია-ლევანრამიშვილის “რესურსმისია” ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. საჭიროა ახალი იმიჯი და ახალი პოლიტიკური ნიშა. ასევე საჭიროა 2012 წლის მონაპოვარის დისკრედიტაცია და პოლიტიკური ფიგურების გათანასწორება. თუ ოცნებაში კოჰაბიტირებული ნაცი კარგი და სანდოა მაშინ ოცნებიდან ნაცებში კოჰაბიტირებული რატონ უნდა იყოს ბოზი?! მოკლედ, ასეა თუ ისე, პოლიტიკური -69 დაიწყო!”-წერს ხათუნა ხოფერია.

სოციალისტი გამრავლდა თქვენი გვარი ქალბატონო ხათუნა!
6 წლის უკან