ტრამპს კარგი ინიციატივა აქვს, უნდა დაიხუროს ეს ფარისევლებს ბუდე

ტრამპს კარგი ინიციატივა აქვს, უნდა დაიხუროს ეს ფარისევლებს ბუდე

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით “რადიო თავისუფლებას” ერთ-ერთი სტატიის გამო აკრიტიკებს, სადაც საუბარია იმეილზე რომელიც ჰილარი კლინტონსა და ბიძინა ივანიშვილის შორის შეხვედრას ასახავს.

სტატიის მიხედვით:- “იმეილში, რომლის თემაა „კლინტონ-ივანიშვილის შეხვედრა“, ლაპარაკია შეხვედრაზე „პუტინისტ (pro-Putin) ქართველ მილიარდერთან“, რომელიც, როგორც იტყობინებიან, დაკავშირებული იყო რუსეთის მიერ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან საქართველოში.”-ვკითხილობთ “რადიო თავისუფლების” გვერდზე.

“რადიო “თავისუფლება” არის ნაცსექტის სამარცხვინო პროპაგანდისტი, რომელიც აშშ ბიუჯეტით ფინანსდება. პრეზიდენტ ტრამპს კარგი ინიციატივა აქვს, – უნდა დაიხუროს ეს ფარისევლებს ბუდე ნათია ზამბახიძის მეთაურობით. ამ სიბინძურეების კეთებას ითხოვდნენ და რომ არ დათანხმდნენ, იმიტომ წამოვიდნენ მარინა ვაშაყმაძე და დავით კაკაბაძე. ახლანდელ რადიო “თავისუფლებას” საერთო არაფერი აქვს იმ ღირებულებებთან, რომელთა გამოც მას წარსულში პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ. ახლანდელი რადიო “თავისუფლება” არის “თავისუფლების ინსტიტუტის” ქვებუდანი თამარ კინწურაშვილის ენჯეოს და საიტების მსგავსად. ეს ლევან რამიშვილის მოახლეები!”-წერს ბონდო მძინარაშვილი.