“აღარავინ იკითხოთ, რატომ არ ენდობიან ადამიანები ერთმანეთს ამ ქვეყანაში…”

“აღარავინ იკითხოთ, რატომ არ ენდობიან ადამიანები ერთმანეთს ამ ქვეყანაში…”

 “ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” ერთიანდებიან. როგორც პარტიის ლიდერებმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, შეიქმნება საარჩევნო ბლოკი, რომლითაც ორი პარტია წარდგება შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე.

გაერთიანების სახელით მთაწმინდის ოლქში კენჭს შალვა შავგულიძე იყრის.

შავგულიძის თქმით, როგორც სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი, ის არ გრძნობს უხერხულობას „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ასევე ამით არ უხვევს თავის ღირებულებებს.

შალვა შავგულიძის გადაწყვეტილებას ჟურნალისტი ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში – “ფეისბუქი” ასე ეხმაურება:

“გირგვლიანის საქმეს რომ გაეკარები ადვოკატი და შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ჩამონატეხი პარტიის კანდიდატად დურთავ თავს…  აღარავინ იკითხოთ, რატომ არ ენდობიან ადამიანები ერთმანეთს ამ ქვეყანაში…”, – წერს ანი კიკნაძე.