ოქუაშვილმა ბევრი სასაცილო რამ თქვა და არ ღირს ამ სისულელეების კომენტირება

ოქუაშვილმა ბევრი სასაცილო რამ თქვა და არ ღირს ამ სისულელეების კომენტირება

“ოქუაშვილმა ბევრი სასაცილო რამ თქვა და არ ღირს ამ სისულელეების კომენტირება”– ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ, ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მის საქმეზე შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდა გიორგი გახარიაც.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ნახევარი სიმართლე და ერთ შეხვედრას ის ნამდვილად ესწრებოდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი.