პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრი იმყოფება. მიხეილ ბატიაშვილი დაგეგმილ და გატარებულ რეფორმებზე საუბრობს, თუმცა დარბაზში 150 დეპუტატიდან მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს.
მინისტრის ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გუგული მაღრაძე ესწრებიან.
სხდომათა დარბაზში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია. დარბაზში მყოფი 20-მდე დეპუტატიდან ძირითადად ოპოზიციონერები არიან.