ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე, შიდაკვარტალური გზის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გაეცნენ. სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან 60 000 ლარი გამოიყო, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ბი ემ სი“ ასრულებს.