დღევანდელი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციის წევრთა უმრავლესობა წინახელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ოვაციებით შეხვდა,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
“თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ – „ყველა ციხეში“, რომელიც, სხვათა შორის, ამ დარბაზში გაჟღერდა და ზოგიერთმა თქვენგანმა ოვაცია გამოხატა ამ სიტყვების მიმართ“,- განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები პრემიერ-მინისტრს პირველად ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.