მმართველი გუნდმა, ზუგდიდის მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატის ასარჩევად , „შესანიშნავი შვიდეულის“ სია ჩამოწერა.
„2020NEWS-თვის“ ამ შვიდეულიდან სამი კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი. ესენია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პირველი მოადგილე გიორგი შენგელაია და „ოცნების“ წევრი ზუკა ალშიბაია, რომელიც თბილისის მერიასა და საქართველოს პარლამენტში მუშაობდა.
მალხაზ თორია სააგენტოსთან საუბარში არც ადასტურებს და არც უარყოფს მის შესაძლო კანდიდატობას, თუმცა, უარყო ინფორმაცია, რომ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისშია დაბარებული.
„უახლოეს დღეებში დასახელდება კანდიდატი, თუ ვინ იყრის კენჭს მერობაზე. არავის დავუბარებივარ, მსგავსი რამ არავის უთქვამს“, - განაცხადა მალხაზ თორიამ „2020NEWS-თან“ საუბრისას.
შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ რომ იყოს მერობის კანდიდატი, მალხაზ თორიამ ასე გვიპასუხა: „მადლობა, მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ!“
სიის შვიდეულის შემდეგმა კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, სააგენტოსთან საუბარისას განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში განხდება ცნობილი კანდიდატის ვინაობა. თუმცა, შენგელიას არ დაუმალავს, რომ შეთავაზების შემთხვევაში , დათანხმდება. „ჯერჯერობით ვერ გიდასტურებთ რადგან კონკრეტულად ცნობილი არაფერია, ამიტომ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. რაც შეეხება შემოთავაზებას, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პოზიციაა, მაგრამ, ალბათ , დავთანხმდები“ - განუცხადა სააგენტოს ზუგდიდის გამგებლის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ.
რაც შეეხება, ჩვენი ინფორმატორის მიერ მოწოდებულ მესამე კანდიდატს ზუკა ალშიბაიას, სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, მას ზუგდიდელი ახალგაზრდების უმრავლესობა მხარს უჭერს.
ცნობისთვის, მერების შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაის გაიმართება.
მერებს ხუთ მუციპალიტეტში ,ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურსაა და ხულში აირჩევენ.
ზუგდიდში მმართველი გუნდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოპონენტი შესაძლოა ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი იყოს.