ირაკლი სესიაშვილი საპატრიარქოსგან არის მართული, ამის შესახებ “2020NEWS” “ბიბლიური თავისუფლების“ მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაია განუცხადა.
ჯგერენაიას განმარტებით, ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტს თუკი ,რომელიმე რელიგიური კონფენსია მხარს დაუჭერს ისინი ამას მშვიდად არ შეეგუებიან.
“ირაკლი სესიაშვილი არის საპატრიარქოსგან მართული და იგი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ახლა თუ მის გვერდით, რომელიმე კონფენსია დადგება და მხარს დაუჭერს, შემდეგ მათაც მიადგებიან. ჩვენ არ ვიქნებით გამონაკლისი. საპატრიარქოს ახლა ჩვენ გავეჩხირეთ თვალში და ჩვენს წინააღმდეგ მომართა სესიაშვილი. შემდეგში სხვა რელიგიურ კონფესიებისგან არ მოეწონება რაღაც და მათ მიადგებიან.
ჩვენს გამო კი არ უნდა დაუჭირონ მხარი და არ დაეთანხმონ სესიაშვილის ინიციატივას, არამედ , თავიანთ მომავალზეც იფიქრონ. თუ რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია გადაწყვეტს,რომ ასეთ დისკრიმინაციულ მიდგომაში მხარი დაუჭიროს სესიაშვილს და საპატრიარქოს და ადამიანების დამონებას დაუჭიროს მიემხროს ეს ნაბიჯი ჩვენ მიერ ბოროტებად იქნება აღქმული, ცხადია, ამაზე არ გავჩუმდებითდა ნებისმიერ დასაშვებ გზას გამოვიყენებთ პროტესტისთვის, მათ შიორის , აქციებსაც,“- განაცხადა ლევან ჯგერენაიამ