AXIS TOWERS-ის სავაჭრო სივრცის  პირველი ბინადარი - 26 მარტს ცათამბჯენში „აგროჰაბი“ იხსნება

AXIS TOWERS-ის სავაჭრო სივრცის  პირველი ბინადარი - 26 მარტს ცათამბჯენში „აგროჰაბი“ იხსნება

„აქსის თაუერსის“ - თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს.

ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი  ბინადარი, 26 მარტიდან, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი - „აგროჰაბი“ იქნება, რომლის ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა.

„აქსის თაუერსში“ „აგროჰაბის“ განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მხარეებმა რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2018 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განსაზღვრეს. ჰიპერმარკეტი კომპლექსის კომერციული სივრციდან 2460 კვ.მ-ს დაიკავებს.

„აქსის თაუერსის“ 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები

„აქსის თაუერსის“ გამორჩეული არქიტექტურა - 37-სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. პიედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით „აქსის თაუერსი“ საქართველოში დეველოპმენტის ფლაგმანად, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული.

„აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შექმნილია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კომპლექსი თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობით აშენდა, ხოლო პროექტის ერთობლივი ინვესტიცია 92 მლნ დოლარს შეადგენს.

„აქსის თაუერსის“ მშენებლობა წელსვე დასრულდება და მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას. უკვე ივნისში გაიხსნება ბიზნესცენტრი, სექტემბერში საცხოვრებელი, ოქტომბერში სასტუმრო. ხოლო ბოლოს, დეკემბერში, გასართობი სივრცეები ამოქმედდება.

სავაჭრო სივრცის პირველი ობიექტი - „აგროჰაბი“ ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი  ჰიპერმარკეტია საქართველოში. მისი კონცეფცია გულისხმობს 100%-ით ნატურალური ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

ჰიპერმარკეტის გახსნის ერთ-ერთი უმთავრესი იდეაა მომხმარებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და წახალისება.

„აგროჰაბი“ აწარმოებს ISO 22000 სტანდარტით სერტიფიცირებულ, 100%-ით ნატურალურ ქართულ რძის პროდუქტებს. გამოირჩევა ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, Fresh თევზეულობითა და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევნით, „აგროჰაბის“ ფერმის ხორცით.

„აგროჰაბს“ აქვს ღვინის მარანი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის საცხობები, ცივი და ცხელი სამზარეულო, ნახევარფაბრიკატების და მურაბა-მჟავეულობის დამამზადებელი საამქროები.

პროდუქციის უმაღლესი ხარისხი „აგროჰაბის“ #1 პრიორიტეტია. ხარისხის კონტროლს „აგროჰაბში“ ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორიის (ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული) ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს.