„გირჩი“ მთაწმინდაზე გადაწერილებს კომუნალურების გადახდას დაპირდა

„გირჩი“ მთაწმინდაზე გადაწერილებს კომუნალურების გადახდას დაპირდა

“გირჩის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰერმან საბო ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნებისთვის მასიურად მთაწმინდის რაიონში გადაეწერონ. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

“მთაწმინდელ ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა, რომ გამოგვეხმაურონ და უფლება მოგვცენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გირჩის ამომრჩევლები მათ სახლებში მასიურად გადავწეროთ. არამთაწმინდელ ამომრჩევლებსაც ვთხოვთ, რომ გირჩის Facebook გვერდზე გამოგვეხმაურონ და მოვახდენთ კორდინაციას, რომ ისინიც ამ ხალხთან სახლებში გადაეწერონ” – განაცხადა საბომ.

„გირჩი“ თავის თავზე კომუნალური გადასახადების გადახდას იღებს, რაც ამ პერიოდში დაგროვდება.

როგორც ჰერმან საბო ამბობს, ეს ინიციატივა ცესკოსთან უკვე გარკვეულია. “კონსტიტუციით გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება დაცულია. ასე რომ, ყველა მსურველს, ვისაც აქვს სურვილი, მარტივად შეუძლია გადაეწეროს მთაწმინდის რაიონში” – აღნიშნავს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი.

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

პრაიმტაიმი

tngh "გირჩი" საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მტრად ჩამოყალიბდა... თანაც მისი გულმხურვალე მხარდასმჭერია გაიძვერა აქუ და სხვებიც...
6 წლის უკან