მეტრო გაჩერდა - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტრო გაჩერდა - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურებზე შექმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

„მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. შეფერხება გაგრძელდება 15-20 წუთი.

საბურთალოს ხაზზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“- ნათქვამია განცხადებაში.