დღეს, ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ ლორთქიფანიძემ, კომისიის წევრებთან ერთად, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ქუჩების სახელდებისა და დამისამართების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები გამართა.
კომისიის წევრებმა მოსახლეობასთნ ერთად იმსჯელეს, სოფელ განახლებაში, ერთერთი ქუჩისათვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ფატი გოგიტიძის და სოფელ ახალშენში, ერთერთი ქუჩისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის სახელების მინიჭების შესახებ.
კონსულტაციის შედეგებზე საკრებულოს წევრები უახლოეს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
აღნიშნული ქუჩების სახელდებისა და დამისამართების ინიციატივა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ საკრებულოს მიერ განსახილველად გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში სამთავრობო კომისიას.