გერმანიაში, ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც გერმანული მედია ზემო ბავარიის პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით წერს, 39 წლის მამაკაცი ავტომაგისტრალზე ავსტრიის ზალცბურგის მიმართულებით, ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ის საპატრულო პოლიციამ დააკავა. საქართველოს მოქალაქის ავტომობილში 30 ათასი ევროს ღირებულების ნივთები აღმოჩნდა, რომელთა შეძენის დამადასტურებელი საბუთები მან სამართალდამცველებს ვერ წარუდგინა.

პოლიცია ეჭვობს, რომ მანქანაში აღმოჩენილი ნივთების ნაწილი მიუნხენშია მოპარული.

მამაკაცი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ბ ა ტ ო ნ ი 420 გერმანელებმა ხომ მაგრად გაატრაკეს უკვე, ეჭვობს არა სირი, მთავარია დაუმტკიცონ, თორემ მოპარულიაო ეგ გრამაფონშია სიმონ! რომელი გერმანელი მაჩვენებს ტიკეტს თუნდაც იმ ტანსაცმელზე ზედ რომ აცვია, მარა ქართველია და ზნაჩიტ მომპარავია ტოო...
5 წლის უკან