აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვლმა და მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ შარაბიძეების დაწყებითი სკოლა გახსნეს.
სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ სკოლაში განათლებას იღებდა 48 მოსწავლე, რომლებიც დროებით ხელვაჩაურის 1-ელ საჯარო სკოლაში გადიოდნენ სწავლებას.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 64 000 ლარი იქნა გამოყოფილი. შენობას ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, აღიჭურვა ახალი ინვენტარით და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.
სოფელ შარაბიძეების დაწყებითი სკოლა 1952 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთრი სახსრებით არის აშენებული და დღემდე ფუნქციონირებს.