გაზაფხული საუკეთესო დროა თქვენს სახლში იმ ცვლილებებისა და სიახლეების შესატანად, რომელზეც მთელი წელი ფიქრობდით.
იდეალურია, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც კომფორტულად და სწრაფად შეიძენთ ყველაფერს, რაც სახლის გასარემონტებლად თუ მოსაწყობადაა საჭირო. სწორედ ასეთი ადგილია „გორგია", რომელიც ყველაზე დიდი და იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტია საქართველოში. ის აერთიანებს 7 ჰიპერმარკეტს საქართველოს ტერიტორიაზე და დაახლოებით, 50000 დასახელების პროდუქტს. აქ, ერთ სივრცეში შეგიძლიათ, აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ფასისა თუ ხარისხის პროდუქტი და მიიღოთ კომპეტენტური კონსულტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ „გორგიაში" ფასები ყოველთვის დაბალი და მისაღებია, ჰიპერმარკეტი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს დამატებით ფასდაკლებებსა და საინტერესო შეთავაზებებს. ამ გაზაფხულსაც „გორგია" ექსკლუზიური შეთავაზებებით შეხვდა, რომელიც 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
„გორგიას" ყველა ფილიალში ფასდაკლებები პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე დაგხვდებათ - სამშენებლო, სარემონტო მასალებზე, ავეჯზე, სანტექნიკაზე, გათბობაზე, საოჯახო ტექნიკასა თუ ტექსტილზე.
თუ თქვენ სახლში რემონტს აკეთებთ, ან გათბობას ამონტაჟებთ, თქვენთვის „გორგიას" საინტერესო შემოთავაზებები აქვს: მაგალითად კუთხსახეხი, რომელსაც „გორგიაში" მხოლოდ 76 ლარად შეიძენთ. ფასდაკლებაა, ასევე, გათბობის ქვაბებზე, საცირკულაციო ტუმბოზე (მხოლოდ 299 ლარი), ასევე, წყლის ელექტრო გამაცხელებელზე, რომლის ფასი 289 ლარია. რაც შეეხება სანტექნიკას, აქცია ჩასაშენებელ უნიტაზებსა და სისტემებზეც ვრცელდება და მათი ფასი 123 ლარიდან იწყება.
სახლის დალაგება და დასუფთავება, რა დროსაც კერხერის მაღალი წნევის აპარატი და მტვერსასრუტი შეუცვლელია. კერხერის პროდუქციაზეც დიდი ფასდაკლებაა და მარტის ბოლომდე ვრცელდება.
თუ რემონტი არ გაქვთ დაგეგმილი და უბრალოდ სახლის, ან თუნდაც აივნის გალამაზება, გამრავალფეროვნება და გამწვანება გსურთ, „გორგიაში" მცენარეების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, თანაც 10%-იანი ფასდაკლებით.
ჰიპერმარკეტში, ასევე, ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი წვრილმანი სახლისთვის: მაგალითად - ოპალის თეფშები 15%-იანი ფასდაკლებით, გერმანული ხარისხის ბერგნერის ტაფები -20%-იანი ფასდაკლებით, საბნები - 20%-მდე ფასდაკლებით, პლედები-20% ფასდაკლებით, საფარდე კარნიზები - 55,99 ლარად. „გორგიას" დიდუბისა და გლდანის ფილიალებს ფარდების სექცია დაემატა. თქვენ უკვე 500-მდე სახეობის ფარდის შერჩევა კომფორტულად და სწრაფად შეგიძლიათ, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად! ფარდების ფასი 7.15 ლარიდან იწყება. იქვე დაგხვდებათ მკერავის მომსახურება, რომელიც თქვენთვის სასურველი ზომის ფარდას ერთ დღეში შეგიკერავთ.
თუ თქვენმა შენაძენმა 1000 ლარს გადააჭარბა, ჰიპერმარკეტი „გორგია" ქალაქის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისს გთავაზობთ.
გაზაფხულის დადგომას სიახლეებით შეხვდა ასევე „გორგიას" გლდანის ფილიალი. იუბილესთან დაკავშირებით გლდანის „სითი მოლის" ტერიტორიაზე მდებარე ფილიალი „გორგიას" მომხმარებლებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სიახლეებს სთავაზობს. ფასდაკლებები ვრცელდება ლამინატზე, კერამოგრანიტზე, რბილი ავეჯის უდიდეს ასორტიმენტზე, გაზის წყლის გამაცხელებლებზე, ჭაღებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაზე. ასევე, იუბილესთან დაკავშირებით, მარტის ბოლომდე მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი 500 ლარიან შენაძენზე გლდანისა და მუხიანის ტერიტორიაზე.
საგაზაფხულო აქციები 31 მარტის ჩათვლით მოქმედებს „გორგიას" ბათუმის ფილიალშიც. ფასდაკლება ვრცელდება აბაზანის ავეჯზე, სანტექნიკაზე, კერამოგრანიტზე და ფილებზე. ხოლო თუ 1000 ლარის პროდუქციას შეიძენთ, „გორგია" უფასოდ მოგიტანთ ბათუმის, ქობულეთის, ურეკის და შეკვეთილის ტერიტორიაზე.
„გორგიას" ქუთაისის ფილიალი გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას კაფელ-მეტლახზე (9.90 ლარიდან), რომელიც, ასევე, 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ასე რომ ეწვიეთ „გორგიას" , შეცვალეთ და გაილამაზეთ თქვენი გარემო.