საპროტესტო აქცია ზუგდიდში 15 საათზე იგეგმება(VIDEO)

საპროტესტო აქცია ზუგდიდში 15 საათზე იგეგმება(VIDEO)

საპროტესტო აქცია ზუგდიდში 15 საათზე იგეგმება. საოლქო კომისიასთან ქართული ოცნება კენჭისყრის შედეგებს გააპროტესტებს და ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. კომისიაში შეტანილ სარჩელს თან გაყალბების ამსახველი მტკიცებულებებიც ახლავს. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრთა მტკიცებით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა ირაკლი ალასაიას მისცა, თუმცა რაიონში ხმების მასობრივი გაყალბება დაფიქსირდა.