ალასანიას განცხადება(VIDEO)

ალასანიას განცხადება(VIDEO)

ირაკლი ალასანია ხმების დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობს. ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას საკუთარ პირობას ახსენებს და ამ პირობის შესრულებას ჰპირდება. წაგიკითხავთ განცხადებას, რომელსაც ირაკლი ალასანია ავრცელებს:

,, ახალაიების კლანმა ზუგდიდში უხეშად გააყალბა არჩევნები ჩაეშალა და ცდილობდა, ჩვენი მომხრეების გამოწვევით საარჩევნო პროცესი. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად "ქართული ოცნების" მხრდამჭერები და აქტივისტები მაქსიმალურად განვარიდე საარჩევნო უბნებს. როლანდ ახალაიამ კი ამას "კარუსელებით" და გაუგონარი ფალსიფიკაციით უპასუხა. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაჰპირდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობაში იქნებოდა. ეს დაპირება შესრულებულია. მე კი დავპირდი ზუგდიდს, რომ ახალაიების კლანს დავასრულებდი და ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ. დღეს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია ჩვენს სარჩელს განიხილავს. წარდგენილი მასალა სრულ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდეს", - ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.