სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების ჭამა მარხვა არაა

სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების ჭამა მარხვა არაა

თუ ხუთ  თეფშ ლობიოს შეჭამ, ეს მარხვა არ არის, - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში მამა შალვა კეკელიამ.

"რატომ დაადგინა ეკლესიამ საკვებით მარხვა, ადამიანმა  რომ საკუთარი ნებით უარი უნდა თქვას რაღაცაზე. შეიძლება,  მხოლოდ სამარხვო საკვები მიიღო, მაგრამ დიდი რაოდენობით, ეს მაინც არ იქნება მარხვა. თუ ხუთ  თეფშ ლობიოს შეჭამ, ეს მარხვა არ არის, აქ მთავარი შენი დამოკიდებულებაა ჭამის მიმართ, შენი მოთმინება. მე ვფიქრობ, რომ მარხვის დროს სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების, სამარხვო ყველის ჭამა, არ არის სწორი.

ვის ატყუებ, ან საკუთარ თავს რატომ იტყუებ? ჩვენი წინაპრები ზოგჯერ მზის ჩასვლამდე არ იღებდნენ საკვებს, ამით აუძლურებდნენ სხეულს, რათა სულისთვის მიექციათ მეტი ყურადღება. მარხვა გვაძლიერებს სარწმუნოებაში, მაგრამ შენ თუ არაფერს მოიკლებ, არაფერს მოითმენ და სულ იმაზე იფიქრებ, რა ჭამო, სულ სამარხვო მენიუს შედგენა-შერჩევაში იქნები, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. საერთოდ, თანამედროვე ადამიანი ცდილობს ეკლესია მოირგოს, თავად კი არ მოერგოს ცნებებს. მარხვის შემთხვევაშიც იგივეა - ადამიანი ცდილობს მარხვა მოირგოს. ", - განაცხადა მამა შალვამ.