„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, შეხვედრაზე მიმდინარე კვირის სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

"ყველა მიმდინარე საკითხი იქნება განხილული უმრავლესობის სხდომაზე. რაღაც პერიოდი გვქონდა „გაცდენა“, ახლა შეხვედრები უფრო ინტენსიური გახდება. მე ვფიქრობ, საინტერესო თემები იქნება ჟურნალისტებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. რასაკვირველია, სასამართლოს თემაზეც იქნება მსჯელობა და არა მარტო," - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ახალ სახეებთან დაკავშირებულ შეკითხვას, ვოლსკის თქმით, ახალი სახეების შერჩევა ჩვეულებრივი პროცესია.