სროლა ჰოლანდიაში და სამი დაღუპული - პოლიცია თურქ მამაკაცს ეძებს

სროლა ჰოლანდიაში და სამი დაღუპული - პოლიცია თურქ მამაკაცს ეძებს

ჰოლანდიაში, ქალაქ უტრეხტში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, პოლიცია წარმოშობით თურქ მამაკაცს ეძებს. მათი ინფორმაციით, საუბარია 37 წლის გექმან თანისზე.

პოლიცია მოქალაქეებს მიმართავს, ინფორმაცია მიაწოდონ მათ ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ დღეს უტრეხტში მამაკაცმა ცეცხლი ტრამვაიში ფახსნა. პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავს.

ბოლო ინფოფრმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი.