გასულ ხუთშაბათს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თოქ-შოუს – “პროფილი” სტუმარი აფხაზეთიდან დევნილი ლალა ცინდელიანი გახლდათ. მან გადაცემაში უკიდურეს გაჭირვებაზე ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მაყურებელს უამბო, რომ მრავალშვილიან დედას გაუსაძლის პირობებიში უწევს ცხოვრება, საიდანაც მისი თქმით, “გამოსავალი არ არსებობს”.
აღნიშნული ინტერვიუ სოციალური ქსელში საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ინტერნეტმომხმარებელებმა დაწერეს, რომ ლალა ცინდელიანს დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ორი ბინა აჩუქა და გადაცემაში იცრუა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფოს მიერ გადაცემული ორივე ბინა ვაზიანის დასახლებაში მდებარეობს. ლალა ცინდელიანმა სახელმწიფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობაც გადაუხადა.
ამასთან, ცინდელიანმა “POSTV”- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბინების ჩუქების შესახებ გადაცემაში “პროფილი” ისაუბრა, თუმცა, “რუსთავი 2”-მა ამოუჭრა.
აღნიშნულ თემაზე შალვა რამიშვილმა “მედია რენტგენი” ისაუბრა და მაყურებელს გადამოწმებული მასალები გააცნო.
https://www.facebook.com/ShalvaRamishviliOffical/videos/2536762639732458/?t=280