დასავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, აღმოსავლეთში - 20 მარტიდან

დასავლეთ საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, აღმოსავლეთში - 20 მარტიდან

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი გამოდარება 20 მარტიდანაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში თბილი ამინდი 22 მარტის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება, დასავლეთში კი – 21 მარტის ჩათვლით.

"დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით გამოიდარებს და კარგი ამინდი 21 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაბლობ რაიონებში. მოსალოდნელია 18-20 გრადუსამდე სითბოც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთსა და დედაქალაქში ხვალ, მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი. დღეს, ქარის სიმძლავრე ეტაპობრივად შესუსტდება, საღამოს საათებში ჩადგება და გამოიდარებს, მათ შორის – თბილისშიც. გამოდარება მოსალოდნელია 22 მარტის დღის პირველ ნახევრამდე", – განუცხადა "კვირას" დოდო გვაზავამ.