ჩუღურეთის რაიონში ღონისძიება „საჩუქარი დედას“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში ღონისძიება „საჩუქარი დედას“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე კულტურულ-გასართობი ღონისძიება „საჩუქარი დედას“ გამართა. 
გამგეობის ორგანიზებით, აღმაშენებლის გამზირზე ხელოვნების კუთხე მოეწყო, სადაც პატარებმა ფერადი საღებავებით თიხის ჭურჭელი მოხატეს, შემდეგ კი სპეციალისტების დახმარებით, მათში ყვავილები გადარგეს.
ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი დაეწრნენ.