გამწვანების აქცია ხელვაჩაურში

გამწვანების აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" ორგანიზებით გამწვანების აქცია გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ილია ნაკაშიძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მერიისა და საკრებულოს თნამშრომლებმა, ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის" წარმომადგენლებმა და აქციაში ჩართულმა მოხალისეებმა ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეივნის გაშენებაში.

აქციის მონაწილეებმა ვერცხლისფერი კიპარისი, გართხმული ღვია, დეკორატიული ტყემალი, ირმის რქა, კამელია, ტენსტროემია, ვარდები და სხვა სახელობითი ნარგავები დარგეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს" და ღონისძიებაში ჩართულ ყველა პირს გამწვანების აქციაში მონაწილეობისათვის.