მერი სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა

მერი სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა სოფლის ცენტრში გაიმართა, მოსახლეობამ მოითხოვა აჭარისწყლის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი საფეხბურთო სტადიონისა და სკვერის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება მინი ატრაქციონები, სავარჯიშოები და სხვა გასართობი ინვენტარი. მერი მოსახლეობას აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მოკლე დროში განხორციელებას დაჰპირდა.

აღსანიშანავია, რომ აჭარისწყლის მოსახლეობამ აქამდეც მოითხოვა მინი სტადიონის მოწყობა, თუმცა ბაღის მიმდებარედ მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის გამო პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ახლა, როცა ნაპირსამაგრი სამუშაოები უკვე დასრულებულია, შესაძლებელი იქნება გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.