სოფელ წინსვლაში (ჩელტა) ქავთარაძე-გორგაძეების დასახლებაში არმირებული ბეტონის საფარით მოეწყობა 1350 გრძ.მ. გზა. აღნიშნული გზის სამ მეწყერსაშიშ მონაკვეთზე დაგეგმილია 2 ერთეული 20 მეტრი სიგრძის გაბიონების და ერთი17 მეტრი სიგრძის ფერდსამაგრი კედლის მშენებლობა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 184 351 ლარია გამოყოფილი.
სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნიკა“.
პროეტი მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.