დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ირმა მგელაძე უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა მოსახლეობის მოთხოვნებზე იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას რეკომენდაციის სახით წარედგინება. სხდომაზე ძირითდი აქცენტები გზების, წყლის მიწოდების სისტემების, მეწყერსაშიშ ზონაში ფერდსამაგრი ნაგებობების და საზოგადოებრი ტრანსპორტის მოსაცდელების მოწყობის აუცილებლობაზე გააკეთეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით მერის 2018 წლის 27 დეკემბრის #2165 ბრძანებით დამტკიცდა, იგი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 12 წევრისაგან შედგება.